უკრაინელი ბავშვები ბათუმში

20 დეკემბერი 2023, 14:54 792 ნახვა

"ფონდი ალილო-2015"-ის ორგანიზებით ბათუმს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი სამხედროების შვილები სტუმრობენ. ქართულ-უკრაინული პროექტის “ბავშვებს უნდათ მშვიდობა” მონაწილე უკრაინელმა მოზარდებმა უკვე დაათვალიერეს რეგიონის ღირსშესანიშნაობების ნაწილი, დღეს კი შინდისის გმირების მემორიალი ორგანიზატორებთან და აჭარის ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს. პროექტის მონაწილეებმა 2008 წლის აგვისტოს გმირების შესახებ საჯარო ლექცია მოისმინეს. უკრაინელი მოზარდები საქართველოში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან და ამ ხნის განმავლობაში გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს, კულტურას და ღირსშესანიშნაობებს. პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება და მასში ქართველი და უკრაინელი მებრძოლის შვილები არიან ჩართული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში