საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი გაიხსნა. ღონისძიება გუდაურში გაიმართა. ორი ახალი საბაგირო და ახალი სასრიალო ტრასა - ასეთი სიახლეებით ხვდება გუდაური წელს დამსვენებლებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძსა და მესტიაში, ვიზიტორების მისაღებად ყველაფერი მზად არის.