სურსათის ეროვნული სააგენტო: იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა

20 დეკემბერი 2023, 11:41 352 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იძებნება მოზარდი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. უწყების ცნობით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა. “არ არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში