ისრაელი „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს

20 დეკემბერი 2023, 10:32 409 ნახვა

ისრაელი მზად არის “ჰამასთან” ბრძოლაში მეორე პაუზისთვის, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა 80-მდე ქვეყნის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მძევლების ჯგუფში არის ათობით ჩვილები, მოხუცები, ავადმყოფები, დაჭრილები და, რა თქმა უნდა, ბევრი ქალი. შემიძლია გავიმეორო ის ფაქტი, რომ ისრაელი მზადაა მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მძევლების გათავისუფლება. - განაცხადა პრეზიდენტმა.

ოფიციალური პირების თქმით, ისრაელმა „ჰამასს“ წარუდგინა წინადადება, რომელიც მოიცავს ბრძოლის ერთკვირიან პაუზას, 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათ შორის ქალების, მოხუცების და მათი, ვისაც სასწრაფო დახმარება სჭირდება.

ასევე „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ ომის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი