ფლორიდას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რამაც სანაპირო ზოლი დააზიანა. ადგილობრივი მედიის ცნობით 17 მილიონი ადამიანი ჯექსონვლიში, ორლანდოსა და ტამპაში ამინდის გაუარესების გამო საფრთხის წინაშე არიან, რის გამოც ხელისუფლება მათ უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. გუბერნატორმა საგანგებო სიტუაციების მართვის განყოფილებას სიტუაციაზე დაკვირვება დაავალა და საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მოქმედებაზე გადასვლისკენ მოუწოდა.