‘’სასკოლო განათლება – თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები’’ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეათე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. მასში 200-მდე სტუდენტი და მოსწავლე მონაწილეობს. სამეცნიერო კონფერენციის მიზანი უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი უნარ – ჩვევების განვითარება და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაა.