შეხვედრა ქალთა პრობლემებზე ხულოში

16 დეკემბერი 2023, 11:46 545 ნახვა

,,ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა“ - სოციალურ-საგანმანათლებლო  პროექტის  ფარგლებში სოფელ ძმაგულაში  დისკუსია-შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა ადგილობრივმა ბენეფიციარებმა პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივ ქალთა პრობლემების თემაზე დისკუსია გაიმართა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საორსა“ ახორციელებს, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა გოგონების და ქალების პროფესიული უნარჩვევების გამომუშავება. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში