ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 87-ე თეატრალური სეზონის პირველი პრემიერა შედგა. სპექტაკლი „გრინჩი“ მოწვეულმა რეჟისორმა ავთანდილ დიასამიძემ დადგა, რომელიც საშობაო სცენარის მიხედვით ახალი წლის მოპარვას ცდილობს. სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სიყვარული, იმედი, რწმენა და მიმღებლობა. სპექტაკლისთვის სპეციალურად შექმნილი მუსიკა და მულტიმედია ქმნის ჯადოსნურ ატმოსფეროს. ჩვენებები ყოველდღე 29 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.