ბათუმის ქუჩებში ევროკავშირის და საქართველოს დროშებია გამოფენილი

15 დეკემბერი 2023, 12:24 389 ნახვა

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმის ქუჩებში ევროკავშირის და საქართველოს დროშებია გამოფენილი. გუშინ ღამით ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა ბათუმის სტადიონი, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი. მოსახლეობა, რომლის მისწრაფებები ბრიუსელმა არაერთხელ დაინახა ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი ჰქონდათ და ახლა იმ რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ, რომლებიც ევროკავშირმა დაგვაკისრა. ისტორიული ფაქტის აღსანიშნად , დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე 17 საათზე საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში