საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 17 საათზე საერთო სახალხო ზეიმი გაიმართება. ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეები დღეს თავისუფლების მოედანზე მიიწვია.
აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, ყველა მოგიწვიოთ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა, ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ეს დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.