„ჩვენი ხმა ევროპას“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს გადასცა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მისთვის დიდი პრივილეგია იქნება, რომ ხელმოწერებს ელექტრონულ ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გადაუგზავნის დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკოსებისთვის დასკვნითი ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გუშინ საღამოს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ოპოზიციისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, ევროკავშირის და პოლონეთის ელჩებმა.