მიმდინარე წელი ნამდვილად განსაკუთრებულია, საქართველოს ეძლევა ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, იმედი გვაქვს, სწორედ ასე მოხდება, – ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის ელჩმა, მარიუს მასკიევიჩმა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკოსებისთვის გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარიუს მასკიევიჩმა აღნიშნა რომ მას,როგორც ყველაზე ხანდაზმულ ელჩს საქართველოში,ხვდა პატივი, დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოსულიყო სიტყვით.
„წლის ბოლოა, ნამდვილად სავსე ემოციებით საქართველოში. თუმცა, ეს წელი ნამდვილად არის განსაკუთრებული, ვინაიდან საქართველოს ეძლევა ისრტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება. შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, რომ 2024 წელი ნაკლებად ინტენსიური და ნაკლებად დატვირთული იქნება ყველა ჩვენგანისთვის. საქართველო და მისი ხალხი დგას არაერთი გამოწვევის წინაშე უსაფრთხოების მიმართულებით. რუსეთი უპრეცედენტოდ აგრესიულია, იმპერიალისტური პოლიტიკა გრძელდება მისი მხრიდან, რაც ართულებს რეფორმების გატარებას. საქართველოში ასევე ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლარტიზაცია არ მცირდება. შესაბამისად, მსურს, საქართველოსა და ყველა მის მოქალაქეს ვუსურვო სამი მთავარი რამ: რწმენა, რომელიც საჭიროა, რათა დაძლიოთ გამოწვევბი მოკლე გზების გარეშე; შედეგები, რომლებიც წარმატების განუყოფელი ნაწილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ, უაზროდ დახარჯონ საკუთარი შესაძლებლობები და გამბედაობა, რომელიც აუცილებელია, რათა დავინახოთ შესაძლებლობები და გამოვიყენოთ ისინი“, – განაცხადა მარიუს მასკიევიჩმა.