ბათუმი კრივში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

11 დეკემბერი 2023, 11:14 682 ნახვა

12-17 დეკემბერს, ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება.

მოკრივეები მსოფლიოს სამოყვარულო კრივის ფედერაციის მიერ დამტკიცებული წონითი კატეგორიების შესაბამისად იასპარეზებენ.

ეროვნულ ჩემპიონატზე 2006-2007 წლებში დაბადებული ახალგაზრდა და 1983-2005 წლებში დაბადებული უფროსი ასაკის მოკრივეები დაიშვებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი