ცვლილება პარტიების დაფინანსების წესში

07 დეკემბერი 2023, 14:45 476 ნახვა

პარტიების დაფინანსების ახალ წესს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, პარტიების დაფინანსება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, იურიდიული პირებისგან კი ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ. ამის გარდა მცირდება კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გახდა პოლიტიკოსებს შორის დავის მიზეზი, კანონის ამგვარად გამკაცრებაში ოპოზიციის ნაწილმა ფასადური ცვლილებები დაინახა. მიაჩნიათ რომ მმართველი გუნდის ინიციატივა ხელშესახებ შედეგებს ვერ მოიტანს ,თანაც დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, რასაც მთავარ არგუმენტად ასახელებს ქართული ოცნება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი