უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 91 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

07 დეკემბერი 2023, 10:26 382 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის,  ბოლო 24 საათის განმავლობაში, 91 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის სინკოვკას რაიონში უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის 7 თავდასხმა მოიგერიეს, ლიმანის მიმართულებით, დონეცკის ოლქის ტერნოვის, ვესელესა და რაზდოლევკას რაიონებში კი - 6 შეტევა.

ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 12 შეტევა დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას, კლეშჩევკასა და ანდრეევკას რაიონებში. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს ბახმუტის სამხრეთით, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დიდ დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 11 დარტყმა განახორციელეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში, 1 დარტყმა საკონტროლო ცენტრზე და 3 დარტყმა დამპყრობლების საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი