„ნაციონალური მოძრაობა“ კასპის ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს

07 დეკემბერი 2023, 11:18 281 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობა პარტიას ტოვებს.

საკრებულოს რვა წევრისგან შემდგარი ფრაქცია ექვსმა  დატოვა. წასულები მანდატებზე უარს არ ამბობენ და არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ნიკა მელიას დაუკავშირონ.

პარტიის დატოვების მიზეზად ახალი მენეჯმენტის არასწორი პოლიტიკა სახელდება. ბოლო რამდენიმე დღეში პარტიის რიგებს 50-ზე მეტი წევრი გაემიჯნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში