ლას ვეგასში, ნევადას უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:45 საათზე მოხდა, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე.
თავდამსხმელის ლიკვიდირება პოლიციამ ადგილზე შეძლო.
უცხოური მედიის ცნობით, რა გახდა თავდასხმის მოტივი უცნობია.