მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატუსი სტატუსი? - ელჩების პოზიციები

06 დეკემბერი 2023, 14:48 513 ნახვა

საქართველომ სწრაფად შეძლო სამოქმედო გეგმის დასახვა, ვიმედოვნებ შემდგომი პროგრესის ხილვას ევროკავშირის გზაზე - საქართველოში ბულგარეთის ელჩი ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აცხადებს, რომ რეკომენდაციები აუცილებლად შესასრულებელია. დიპლომატის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი რამ განიხილება. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა რეკომენდაციებთან დაკავშირებით მუშაობა რომ მნიშვნელოვანია, ადასტურებს რუმინეთის ელჩიც. ევროპული საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ერთსულოვნად, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, – განაცხადა რაზვან როტუნდუმ და აღნიშნა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში