ევროკავშირის ქვეყნებს არაფერი უშლით ხელს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ, ამიტომ მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით - შალვა პაპუაშვილი 

05 დეკემბერი 2023, 22:06 407 ნახვა

ევროკომისიის მხრიდან გვაქვს დადებითი რეკომენდაცია და ამას არაფერი უშლის ხელს, საჯაროდ არცერთი ქვეყანა ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

პაპუაშვილი უკრაინის შესახებ უნგრეთის პოზიციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ევროკავშირის შიდა დისკუსიების საკითხია.

„ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ვხედავთ, რომ ამას საჯაროდ არცერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ამიტომ, ველოდებით გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საქართველოში საუბარია, განხილვა იყოს პაკეტად თუ ა.შ. არ ვიცი, შარშან, ივნისში არ იყო ეს პაკეტი? რატომ იყო სხვადასხვა გადაწყვეტილება? ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არაფერი უშლით ხელს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. ამიტომ მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი