2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება - გიორგი ამილახვარი

04 დეკემბერი 2023, 17:11 624 ნახვა

2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის ფარგლებში ყველა მასწავლებელს შეეხება ანაზღაურების მატება.

„ჩვენთვის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ზოგადი განათლების განვითარება. ამ კუთხით ყველაზე მთავარია მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება. ჩვენი ხელისუფლების დროს პედაგოგთა ანაზღაურების, დაახლოებით, 200%-იანი მატება იყო და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა. პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე...

ჩნდება კითხვა, რატომ პირველი ივლისიდან? იმიტომ, რომ აუცილებელია, სისტემა გადაერთოს ახალ სახელფასო პოლიტიკაზე და ამის გაკეთება შეუძლებელია სასწავლო წლის მიმდინარეობისას. შესაბამისად, სასწავლო წელი როგორც კი დასრულდება – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო სისტემა. ჩვენი გმირი მასწავლებლები იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სკოლებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რაც ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარია“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი