ე.წ. ლამინირებული პასპორტები უქმდება

04 დეკემბერი 2023, 11:09 623 ნახვა

დღესვე ბიუროს სხდომაზე განიხილავენ კიდევ ერთ ინიციატივას, რომელიც ე.წ-ულ ლამინირებულ პირადობებს ეხება. უფრო კონკრეტულად,  როგორც ცნობილია პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე. 

ცვლილებების მომზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაიმართა.

კონსულტაციების მიზეზი იყო დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიერ მომზადებული ცვლილებები, რომელთა მიხედვით, მომავალი წლის არჩევნებზე  ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემა შესაძლებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში