ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც.
მინისტრის განცხადებით, თურქეთიდან შემოსულმა მედიკამენტებმა, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა.