აფხაზეთის მთავრობას უნიკალური საგაზეთო გამოცემები გადასცეს

01 დეკემბერი 2023, 17:59 569 ნახვა

ბათუმის მცხოვრებმა როლანდ რუხაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს უნიკალური საგაზეთო გამოცემები გადასცა. საუბარია 1985 წლიდან 1991 წლამდე პერიოდის გაზეთებზე, რომლებიც აფხაზეთსა და მთლიანად საქართველოში გამოიცემოდა. როგორც ირკვევა გაზეთები ბათუმელმა ჟურნალისტმა მიხეილ მშვიდობაძემ წლების განმავლობაში შეაგროვა და მისი გარდაცვალების შემდეგ მას როლანდ რუხაძე ინახავდა. აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო გაზეთების გადარჩევას და მის შესაბამის პირობებში დაარქივებას გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი