ენმ-ის განცხადება ხულოში

30 ნოემბერი 2023, 20:38 831 ნახვა

ენმ-ს ხულოს ფრაქციის თავმჯდომარე ხელისუფლებას სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის ინფორმაციით, ხულოში სოფელ ვაშლოვანში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აშენებული ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობაზე თითქმის 400ათასი ლარი დახარჯა წლების წინ, თუმცა შენობა ჯერ კიდევ უფუნქციოა მოქალაქეებს კი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირს. ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება რომ სახელმწიფო ქონება ვიდრე ექსპლუატაციაში შევა დაზიანდება და გამოუსადეგარი გახდება მასზე დახარჯული თანხა კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯორბენაძის განცხადებას არ უპასუხეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი