საქართველოს ნაკრების ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა

30 ნოემბერი 2023, 18:31 596 ნახვა

ფიფამ 2023 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა. შოტლანდიასთან ფრისა (2:2) და ესპანეთთან მარცხის (1:3) შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი რეიტინგში 1312.45 ქულით 77-ე ადგილზე იმყოფება.

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგი კი ფიფას რეიტინგში 83-ე ადგილზეა, ხოლო ფინალის პოტენციური მეტოქეებიდან საბერძნეთი 47-ე საფეხურზეა, ყაზახეთი კი მე-100 პოზიციას იკავებს.

ფიფას განახლებულ რეიტინგში ცვლილება მოხდა ასევე ლიდერთა სამეულშიც, სადაც წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ბრაზილია მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა, მესამე პოზიციაზე კი ინგლისის ნაკრებმა გადაინაცვლა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში