ორმხრივი შეხვედრები ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში

30 ნოემბერი 2023, 11:59 432 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს  ავსტრიელ კოლეგას შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინასთან.

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაშიც, სადაც განხილვის თემა არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო.

ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შემდგომ პროცესში ავსტრიის პოლიტიკურ მხარდაჭერას.   

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის 15-მდე შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებთან. ილია დარჩიაშვილი ასევე სიტყვით გამოვა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სესიაზე.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი