დღეს კანონმდებლები თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ. საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.
განსახორციელებელი ცვლილებები დისკრიმინაციულად შეფასდა მმართველი გუნდის ოპონენტების მხრიდან, ამბობენ რომ არ პასუხობს სტუდენტთა ინტერესებს და მათ შორის კითხვებს ბადებს ჩანაწერი რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებითაც.
საპარლამენტო უმრავლესობა კი კანონში ცვლილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მოტივით ხსნის, ამასთან სტუდენტებს სთავაზობს ოთხ მოდელს თუ რა ფორმით სურთ მათ თავდაცვის ძალებში მსახურობა.