სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

28 ნოემბერი 2023, 12:04 618 ნახვა

ჯერ უცნობია რა ზიანი მიადგა ძლიერი შტორმის შედეგად ბათუმს.  ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია შეისწავლის. დილიდან კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბულვარისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები სანაპირო ზოლში მუშაობენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და ქვიშა-ღორღისგან გაწმენდა.  

ყველაზე მეტად საპლაჟო ინფრასტრუქტურა - პრომინადი და ველობილიკი, ასევე ბულვარის შიდა სანიაღვრე არხი დაზიანდა.

ბათუმის სანაპიროზე შტორმული მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი