რა გეგმა აქვს ხელისუფლებას - როგორ აპირებს "ქართული ოცნება" იმ დათქმების შესრულებას, რაც ქვეყანას ევროკომისიამ დაუწესა. მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა ხვალ მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი. გეგმის გასაჯაროების შემდეგ პროცესები ისევ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
სახელისუფლებო პარტია აანონსებს, რომ 9 პრიორიტეტის შესრულებისთვის სამუშაო ჯგუფში ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს მიიწვევენ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ევროკომისიის დათმობის შესრულებას არ აპირებს.