სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით რეპერი კაბუ დააკავეს

26 ნოემბერი 2023, 17:05 512 ნახვა

სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, დააკავეს ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ. დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. უცნობია, აღიარებს თუ არა იგი დანაშაულს.

სამართალდამცველებმა რეპერი ქუჩაში მაშინ აიყვანეს, როდესაც ის სავარაუდოდ მეგობარ ქალზე ძალადობდა.

საგამოძიებო უწყება დაკავებულ რეპერს ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - გამოძიება მიმდინარეობს ძალადობისა და მუქარის მუხლებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში