საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში პირველი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციაზე ისაუბრეს.
კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან ჩატარდება.