როგორ ასრულებს საქართველო იმ რეკომენდაციებს, რომელმაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მოუტანოს? - ბრალდებები საკითხთან დაკავშირებით ისევ ისმის. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას უწუნებს.
ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქართულმა ოცნებამ 12 რეკომენდაციის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა და პარტიას არც 9 დათქმის შესრულების პოლიტიკური ნება გააჩნია. 9 დათქმის შესასრულებელი სამუშაოები ღია და ინკლუზიური იქნება - ირწმუნებიან „ქართულ ოცნებაში“.
უმრავლესობის მოსაზრებით, საქართველოს ევროპულ მომავალს სწორედ ოპოზიცია აზიანებს.