ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

26 ნოემბერი 2023, 01:33 798 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ბაგრატიონისა და ოძელაშვილის ქუჩების კვეთაში. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული მგზავრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ოძელაშვილის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩისკენ მოძრავ ავტომობილს ბაგრატიონის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ჩვენი ინფორმაციით, ორივე ავტომობილის მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში