უკრაინაში შვეიცარიის პრეზიდენტი ჩავიდა. ალენ ბერსე კიევში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება.
ბარსის განცხადებით სამიტზე აქცენტი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე, რუსეთის აგრესიული ომის გავლენასა და უკრაინის მიმართ შვეიცარიის გრძელვადიან მხარდაჭერაზე გაკეთდება.
პარალელურად ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 11 წლის ბავშვი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რამდენიმე ადგილას კი ხანძარი გაჩნდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კი დაზიანდა საბავშვო ბაღი და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. პრეზიდენტი კიევზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართული ტერორია.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მათ ადამიანების მოკვლა შეუძლიათ.