„ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მოიგო სტრასბურგიც, ჰააგაც, ახლა სტატუსსაც ვიღებთ და ოპოზიციის აზრით, თურმე ეს ყველაფერი რუსულია - მამუკა მდინარაძე

24 ნოემბერი 2023, 17:58 404 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მიიღო უვიზო მიმოსვლა, მოიგო ჰააგაც და სტრასბურგიც, მივიღეთ ევროპული პერსპექტივაც, ახლა სტატუსსაც ვიღებთ და ოპოზიციის აზრით, თურმე ეს ყველაფერი რუსულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ოპოზიციის როლი რომ განვსაზღვროთ, კარგ შედარებას გავაკეთებ, რომ მათი როლი განვსაზღვროთ – შენობა უნდა აშენდეს. პარლამენტის საქმეა, რომ შენობის არქიტექტურა ჩვენს თავზე ავიღოთ – როგორ უნდა აშენდეს, როგორი უნდა იყოს, რა ფერი და ა.შ. როცა ამბობენ, რომ სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს ნიშნავს, რომ შენობის მშენებლობა არ არსებობდეს, ამაზე ზრუნავენ. არადა, ჩვენთან ერთად არქიტექტორები უნდა იყვნენ. ამბობენ, შენობის მშენებლობაში აგურების დადებაში მივიღებთ მონაწილეობასო, ლესვაშიო, რაც ამ დროს მათი საქმე არაა, რადგან მთავრობის საქმეა. ჩვენთან ერთად რაც უნდა ეკეთებინათ და მათი საქმე იყო, იქ საბოტაჟი განახორციელეს. ამაში ფული იხადეს და ეს FARA-ს დოკუმენტით გამოჩნდა. მილიონობით დოლარი გადაყარეს იმაში, რომ საქართველო დასანქცირდეს ევრორეკომენდაციების შესრულების დროს. როცა ქვეყანას ხელს უნდა უწყობდნენ, ხელისუფლებასა და ქვეყანას თავის დროზე მოპარული მილიონებით ეჭიდავებიან. ამათგან რა უნდა დავიჯეროთ? – რაც მათი საქმეა, იმასაც არ აკეთებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების ხელშეკრულებას  ხელი მოაწერა, მიიღო უვიზო მიმოსვლა, მოიგო ჰააგაც და სტრასბურგიც, მივიღეთ ევროპული პერსპექტივაც, ახლა სტატუსსაც ვიღებთ და თურმე ეს მათი აზრით რუსულია და ვინც ქვეყანას ეჭიდავება და კაბინეტ-კაბინეტ დარბიან, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, თურმე დასავლელები ყოფილან. საზოგადოება არ ცდება, რომელიც ძალიან გაზრდილია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი