ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რაც დაახლოებით 3000 ლარით ბიუჯეტის ზრდას გულისხმობს.
საკითხებს შორის იყო ასევე სარფში არსებული სავაჭრო ობიექტების საიჯარო თანხის ცვლილება, იმის გამო,რომ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, საიჯარო თანხა 2400 ლარი, 40 პროცენტით დაიკლებს და განმეორებითი ტენდერი გამოცხადდება.
საკრებულოს წევრებთან კითხვები ჰქონდათ მოქალაქეებს, თუმცა აცხადებენ, რომ სხდომათა დარბაზში მიუხედავად წინასწარი წერილობითი მიმართვისა, დაცვის სამსახურმა ისინი თავმჯდომარის ბრძანებით არ შეუშვა.
საპასუხოდ უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს,საკრებულოს აპარატის უფროსმა კი გვითხრა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და სხდომაზე შესვლა არავისთვის შეუზღუდავთ.