„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 11-პუნქტიანი მანიფესტი

23 ნოემბერი 2023, 14:03 437 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვარდების რევოლუციის 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 23 ნოემბრის 11 პუნქტიან მანიფესტს აქვეყნებს.  „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ - ამ შინაარსის მანიფესტით პარტია საკუთარ გუნდს მოუწოდებს და განმარტავს, რომ დროა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთიანდებიან მთავარი მიზნის მისაღწევად - გაათავისუფლონ ქვეყანა, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ პარტია ემზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში