სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობა.
მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ინიციატივებში რუმინული მხარის მონაწილეობაზეც იმსჯელეს.
საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი სამხედროების ჩართულობის საკითხებს.