ისრაელისა და ჰამასის ბრძოლაში მცირე ზავის დრო დადგა, ხვალ დილის ათი საათიდან 4 დღის განმავლობაში ისრაელი შეწყვეტს ცეცხლს ოღონდ იმ პირობით, რომ ჰამასი 50 მძევალს გაათავისუფლებს, თავის მხრივ ისრაელი იღებს ვალდებულებას, რომ გაათავისუფლებს 150 პალესტინელ ქალ და მოზარდ პატიმარს თავისი ციხეებიდან, ჯამში კი სულ 300 უნდა გაათავისუფლოს, გაიზრდება თუ არა გათავისუფლებული ტყვეების რაოდენობა, ეს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა დილის ათ საათამდე ბრძოლები გაგრძელდება