რომის პაპი ისრაელ-ჰამასის ომში დაზარალებულ მხარეებს შეხვდა

22 ნოემბერი 2023, 14:08 373 ნახვა

ღაზაში კონფლიქტი ომის ფარგლებს გასცდა და ტერორიზმად იქცა - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პონტიფიკოსი თავის რეზიდენციაში ცალ-ცალკე შეხვდა ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების ისრაელელ ნათესავებს და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების ოჯახის წევრებს.

შეხვედრის შემდეგ რომის წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული საყოველთაო აუდიენციის დროს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ პირადად მოისმინა, თუ როგორ იტანჯება ორივე მხარე. ასეთია ომების შედეგი, მაგრამ აქ ჩვენ გავცდით ომის ფარგლებს. ეს არ არის ომი. ეს ტერორიზმია - განაცხადა მან. 

პაპმა მორწმუნეებს მშვიდობისთვის ლოცვის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი