უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 48 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ჯამში მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა, 60-ზე მეტი შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
გენშტაბის ცნობით, რუსეთის ჯარებმა სცადეს შტურმი კლეშჩეევკას მახლობლად, პივდენის აღმოსავლეთით, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
"ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 5 თავდასხმა დონეცკის ოლქის კლეშჩეევკასა და პივდენის აღმოსავლეთით. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, აყენებენ მტერს დანაკარგებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით და აძლიერებენ პოზიციებს მიღწეულ ხაზებზე"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.
მათივე ცნობით, დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ განხორციელდა დარტყმა სამეთაურო პუნქტზე, 6 დარტყმა ტერიტორიებზე, სადაც იყო კონცენტრირებული პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა, ხოლო 2 დარტყმა მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემებზე.