მთავრობის მიერ ევროკომისიისთვის შეთავაზებული დეოლიგარქიზაციის გეგმა პოლიტიკურ წრეებში ფასდება. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა თანხმდება, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული ეს დოკუმენტი გამოწვევებს ვერ უპასუხებს.
ამტკიცებენ იმასაც, რომ დეოლიგარქიზაციის დამარცხება ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შეუძლებელია.
''ქართულ ოცნებაში'' კი ამბობენ, რომ ისინი ამ დოკუმენტში გაწერილ ყველა პუნქტს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეასრულებენ.