მიიღებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო პარლამენტარებისთვის ხელფასის მომატების გადაწყვეტილებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს განიხილავენ, რაც საკანონდებლო ორგანოში ანაზღაურების ცვლილებას გულისხმობს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტის წევრების ხელფასები შესაბამისობაში უნდა იყოს სხვა სახელმწიფო სამსახურების ანაზღაურებასთან.