ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს გურიის მხარეში აგრძელებს. ლანჩხუთში დღეს გამართულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ასევე ბიუროს წევრები აირჩიეს. დღესვე კონფერენციები ოზურგეთსა და ჩოხატაურში გაიმართა.