ღაზაში პალესტინელ ჟურნალისტ ჰასუნა სლიმს გლოვობენ, რომელიც იმ 31 ადამიანს შორისაა, რომლებიც ამ შაბათ-კვირას ღაზის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი სარი მანსური.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე სლიმი ღაზიდან ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ რეპორტაჟს უძღვება, მეორე ვიდეოზე კი ღაზაში მოკლულ ჟურნალისტებზე საუბრობს.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, ისრაელი-„ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მათგან 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი.