თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მასშტაბური გამოფენა 

20 ნოემბერი 2023, 11:04 593 ნახვა

ეროვნული გალერეა მხატვარ თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველ მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობს. ქრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, მემკვიდრეობა,  ნამუშევრები და პირადი არქივი მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად გასულ წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. მუზეუმელთა ჯგუფმა კოლექცია საფრანგეთიდან ჩამოიტანა.

დაბრუნებულ ნამუშევრებს შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი თუ ესკიზი. იგი წლების განმავლობაში სან-პაულოს თეატრის მხატვარი იყო. მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ დიორისთვისაც.

დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 16 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი