რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება

19 ნოემბერი 2023, 12:08 586 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა - “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა მოძრაობა - “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

ეზოს გარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, რადგან ისინი შენობის ეზოში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს, იძულებულები არიან, კარავი გარეთ გაშალონ. კარვის გაშლას ტერიტორიაზე შეკრებილები ტაშითა და შეძახილით: “გავიმარჯვეთ” შეხვდნენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი