ომი ახლო აღმოსავლეთში

18 ნოემბერი 2023, 12:01 519 ნახვა

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა, ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა შორის 5 ათასი ბავშვია.

პალესტინის საინფორმაციო ცენტრის ცნობით კი, 1800-ზე მეტი ბავშვი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ცახალი კვლავ აგრძელებს ალ-შიფას ტერიტორიაზე ოპერაციას, სადაც გასულ დღეს ტერორისტების კიდევ ერთი სამალავი აღმოაჩინეს. ტერორისტული ორგანიზაცია კი სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მისი ინფრასტრუქტურის არსებობას კატეგორიულად უარყოფს.

საბრძოლო მოქმედებების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიკავეს „ისლამური ჯიჰადის“ ჩრდილოეთის საყრდენი პუნქტი. ამასთან, გასულ დღეს ღაზაში ეგვიპტიდან საწვავის პირველი პარტია შევიდა, მას შემდეგ რაც ისრაელი აშშ-ის მოთხოვნას დათანხმდა, დაეშვა შეზღუდული რაოდენობის საწვავის შეტანა ღაზის სექტორში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი