იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოებისთვის ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
რატი ბრეგაძემ მისივე უწყების საქმიანობა შეაჯამა და ყურადღება გაამახვილა როგორც განხორციელებულ პროქტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზეც.
სერვისების განვითარების კონტექსტში ხაზი გაუსვა იუსტიციის სახლების მშენებლობებს. თანამშრომლობის კუთხით გაწეულ საქმიანობაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ „იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო პროექტები გამოხატულებაა, თუ როგორ არის ინტეგრირებული დღევანდელი სახელმწიფო საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან“.