დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები

17 ნოემბერი 2023, 14:00 487 ნახვა

დიდი ოდენობით სხვისი თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა  და  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში ბრალდებულებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11  მილიონ ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს, რის შემდეგაც  ნაცვლად არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანებისა, ბრალდებულებმა  მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები შეიძინეს და სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაასხვისეს.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი